პროექტის სახელი: ბიზნესი
პროექტის მოკლე აღწერა:
“ ბიზნესის კეთება ყველას გვინდა“.–ასეთი მიზნით შეკრული მოსწავლეები შეიმუშავებენ კვლევის პროცესის კომპონენტებს ა.რუსულენოვანი შესაბამისი თემატიკის ლიტ–რის,წყაროების მოძიება,ისტ–ის ინტეგრაცია საქმიანობების განხორციელებაში
ბ . დიალოგების შედგენა(ლექსიკის გამდიდრება)
გ.საქმიანი ურთიერთობების სფეროში რუსულ ენაზე შეძენილი კომპეტენციებისა და უნარ–ჩვევების დონის შეფასება წინასწარ დაგეგმილი რუბრიკებით.
დ. საინფორმაციო ბროშურის გამოცემა ,, როგორ განვახორციელოთ პირველი საქმიანი კონტაქტი“
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეებთან ერთად დასახულ მიზანს ვწერ დაფაზე “ ბიზნესის კეთება ყველას გვინდა“,
მოსწავლეებს ვყოფთ ფუნქციურ ჯგუფებად და ვაძლევთ კონკრეტულ დავალებებს, რომელიც გამოდის პრობლემიდან: როგორ განვახორციელოთ პირველი საქმიანი კონტაქტი?
1 ჯგუფი
საკუთარი თავის წარდგენა ახალი პარტნიორებისთვის, ფირმის ან კომპანიის დასახელება.
2 ჯგუფი
თანამშრომლობის ტიპის დადგენა: ორმხრივი, მრავალმხრივი, მჭიდრო, მეცნიერულ–ტექნიკური თანმშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობა.
3 ჯგუფი
მოლაპარაკებების გამართვა საქონლის ან მომსახურების ფასებზე, მიტანაზე, დაზღვევაზე და მიტანისთვის ტრანსპორტის სახეობის დადგენაზე.
4 ჯგუფი
მარკეტინგი და რეკლამა ბიზნესში.
5 ჯგუფი
ბიზნეს–გეგმის შედგენა–ვისგან, სად, რა ფასად, როდის შევიძენთ ან რა ფასად მივიღებთ მომსახურებას ტრანსპორტირების სახეობა და ხარჯები.
ჯგუფებს ევალებად დავალებები წარმოადგინონ როგორც დიალოგის ასევე ისტ–ის გამოყენებითაც.
მოსალოდნელი შედეგები: სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობების დამყარების უნარ–ჩვევები, დაკომპეტენციები რუსულ ენაზე, გაიმდიდრებენ საქმიან ბიზნეს-ლექსიკას.
ასაკი: 16 წელი
სამუშაო ენა: რუსული.